შპს აჭარის პროექტების მართვის კომპანია წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საზოგადოებას. კომპანიის პარტნიორის უფლებამოსილებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
კომპანიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან, მომსახურებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მართვა და მენეჯმენტი.
შპს აჭარის პროექტების მართვის კოპმანია ამჟამად ერთდროულად მუშაობს რამდენიმე პროექტზე. მათ შორის: ჩაქვის ძალოსანთა ბაზა, შუახევის საფეხბურთო მოედანი, ღორჯომის სპორტული დარბაზი, ჩაქვის სარაგბო მოედანი, ბათუმის ყინულის არენა და საცურაო აუზი, ხელვაჩაურის ახალი სპორტსკოლა და სკ"მაჭახელას" საფეხბურთო მოედანის მშენებლობაზე.
კომპანიის მიერ შესრულებული პროექტებია: უეფას სტანდარტების ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი.