ბათუმის აჭარაბეთა რენამ მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.
ამ ჯილდოთი FIABCI PRIX D’EXCELLENCE-ᲘᲡ საერთაშორისო დაჯილდოების 30-წლიან ისტორიაში ქართული ფურცელი გადაიშალა.
73-ე მსოფლიო დაჯილდოება FIABCI World Prix d'Excellence Awards მაიამიში ყოველი წლის ივნისის დასაწყისში იმართება. უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმის „აჭარაბეთ არენა“-მ საერთაშორისო ჯილდო და აღიარება, მსოფლიოს საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურის ნომინაციში FIABCI-ის კონგრესის გადაწყვეტილებით მოიპოვა.
ეროვნულ დონეზე კავკასიის რეგიონში შერჩეული პროექტებიდან გამარჯვებული 2022 წლის 28 ოქტომბერს თბილისში გამართულ პირველ კონგრესზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა ექსპერტებმა გამოავლინეს.
FIABCI საერთაშორისო კონგრესის მასშტაბურ ღონისძიებაზე მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. აღნიშნული ჯილდოთი საქართველომ საერთაშორისო რუკაზე, როგორც მაღალი დონის, მომავლის პროექტების განმავითარებელმა ქვეყანამ, სრულფასოვანი პოზიციონირება შეძლო.