კონცეფცია დამყარებულია ჩირუხის მთის, როგორც ერთიანი გარემოს დაცვითი და შესანარჩუნებელი ლანდშაფტი. შესაბამისად პროექტი მაქსიმალურადა ითვალისწინებდეს გარემოს და არ წარმოადგენდეს მასში აქტიური და უხეში ჩარევის მცდელობას. ჩირუხის მთა ეკოლოგიურად სუფთა ალპური ზონაა, რომელსაც ადგილობრივები იყენებენ საზაფხულო საძოვრებად და ცხოვრობენ მაისიდან აგვისტოს ბოლომდე.
ზოგადად, აღნიშნული პროექტი უნდა განხორციელდეს ჩირუხამდე მისასვლელი გზის (რაც უკვე მიმდინარეობს) და სხვა შიდა ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად. აღნიშნულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და მატერიალური მდგომარეობა ჩირუხში.
მსგავსი ექსტრიმ ატრაქცია კიდევ უფრო განავითარებს ტურისტულ მიმართულებებს შუახევში და მთლიანად მაღალმთიან აჭარაში, რადგან ობიექტი ორ მაღალმთიან მუნიციპალიტეტს - ქედასა და ხულოს შორის, განთავსდება,
მდებარეობა: ჩირუხის მთა და იაილები
შუახევიდან დაახლოებით 70კმ, ს/აღმ.
იაილების მდებარეობა: ზღ/დ 1800-1900მ
ჩირუხის მთის სიმაღლე: ზღ/დ 2300მეტრი.
საპროექტო არეალი: დაახლოებით 3500ჰა.
ზიპლაინის სიგრძე: 1752 მეტრი (ევროპაში უგრძესი)
ხაზების რაოდენობა: ორზოლიანი.
ზედა სადგურის მდებარეობა: ზღ/დ 2496 მ
„არწივის ბუდე“-ს კოშკურის სიმაღლე:10 მ.
კოშკურის მზერის რადიუსი: 360 გრადუსი
ქვედა სადგურის მდებარეობა: ზღ/დ 2060 მ.
ქვედა სადგურის ვიზული: ადგილობრივი იაილები
შენობაში განთავსდება მცირე ზომის კაფეტერია და ტერასა.
ორივე სადგურთან მოეწყობა პარკინგი მანქანებისთვის, ველოსადგომები, განათებები და ღობეები.
ქვედა დონეზე მოეწყობა შეზლონგები და დამონტაჟდება ბინოკლები.
წელი: 2023
შემსრულებელი: -
დასახელება: ზიპ-ლაინი ''არწივის ბუდე'' შუახევში (არქიტექტურული პროექტი)
მდებარეობა: შუახევი. ჩირუხი