ბათუმის ყინულის არენა და საცურაო აუზი - დახურული სპორტული კომპლექსი (არქიტექტურული პროექტი)

დახურულ სპორტული კომპლექსი, სადაც – ყინულის არენა და საცურაო აუზი უნდა გაკეთდეს 24 563 კვ/მ ფართზე განთავსდება.
პროექტი წარმოადგენს ყინულის არენისა და საცურაო აუზების (დიდი და პატარა) კომპლექსს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია საერთო ინტეგრირებული ცენტრალური შესასვლელით. აუზები მოწყობილია “fina facilities rules” სტანდარტებით.

ყინულის არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. კერძოდ, ფიგურული სრიალი – ჰოკეი – ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალი, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები.
ორივე დარბაზი დახურულია და გათვალისწინებულია სხვადასხვა სპორტული, ან გასართობი ღონისძიებების ჩასატარებლად. პროექტით გათვალისწინებულია სპორტული კომპლექსისთვის აუცილებელი ყველა დამატებითი დანიშნულების ფართები, მათ შორის საკონფერენციო დარბაზი, სატრენაჟორო და მოსასვენებელი სივრცეები, დოპინგკონტროლისა და სამედიცინო კაბინეტები, საინფორმაციო ცენტრი და სხვა.
ასევე ავტოპარკინგი 87 მსუბუქ მანქანაზე, 9 მიკრო და 5 დიდ ავტობუსზე. შშმ პირთათვის 11 ავტოსადგომი.

შენობა მოიცავს 158,00 მ X 81,20მ ფართს.
სიმაღლე-16,55მ
საცურაო აუზის სიმაღლე - 17,10მ.
ყინულის მოედანი:
ზომები: 60 X 30მ
ტრიბუნები: 1500 ადგილზე
შშმ პირთათვის ადაპტირებული:16 ადგილი
ვიპ ლოჟა: 25 ადგილი. შშმ პირთათვის:4 ადგილი
მედიატრიბუნა: 28 ადგილი
ტაბლოს მართვის და გახმოვანების ტრიბუნა
ტვ გადაღების ტრიბუნა


2 საცურაო აუზი:
ძირითადი აუზი:
ზომები: 50,03მ X 25,03მ
სიღრმე: 2,10მ
ზოლების რაოდენობა:10 ზოლი
სამაყურებლო ტრიბუნა: 800 ადგილზე
შშმ პირთა ტრიბუნა: 8 ადგილზე
ვიპ ლოჟა: 20 ადგილზე. შშმ პირთათვის - 8
მედიატრიბუნა : 17 ადგილზე
ტაბლოს მართვის, გახმოვანების და ტვე გადაღების ტრიბუნები

პატარა აუზი: 8მ-25მ
სიღრმე:1მ-1,25მ

წელი: 2022

შემსრულებელი: შპს:BWC

დასახელება: ბათუმის ყინულის არენა და საცურაო აუზი - დახურული სპორტული კომპლექსი (არქიტექტურული პროექტი)

მდებარეობა: ბათუმი