პროექტის თანახმად შენობაში უნდა განთავსდეს ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის დარბაზები, არანაკლებ 300 კაცზე გათვლილი ტრიბუნებით. მათ შორის შშმ-პირთათვის ადაპტირებული .
45 მეტრი სიგრძისა და 28 მეტრი სიგანის მინი მოედანის შიდა სივრცის სიმაღლე საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად 10 მეტრი იქნება. კომპლექსში ასევე გათვალისწინებულია დარბაზები ჭიდაობისთვის, ძალოსნობისა და ძიუდოსთვის, არანაკლებ 50 კვ/მ სატრენაჟორო დარბაზი, საევაკუაციო გასასვლელები და ყველა აუცილებელი დეტალი.
ასევე უნდა მოეწყოს რეგულაციების შესაბამისი პარკინგი ავტომანქანებისთვის და 2 ავტობუსისთვის; სწრაფი კვების ობიექტი. ადმინისტრაციული ოფისები, 30 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახი, ექიმის კაბინეტი და მედპუნქტი სპორტსმენებისთვის. ასევე ეკონომკლასის ტიპის 7 სასტუმრო ნომერი; ობიექტი უნდა აღიჭურვოს ელექტრო სისტემებით, ინტერნეტითა და უსაფრთხოების კამერებით.
105/68 მ ბუნებრივსაფარიან ღია საფეხბურთო სტადიონს ექნება 400 ადგილიანი გადახურული ტრიბუნა და ვიდეო გადაღებისთვის საჭირო კოშკურა. ასევე სახანძრო-სამაშველო და შშმ პირთათვის, ევაკუაციის გეგმა სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან სრულ შესაბამისობაში.
წელი: 2023
შემსრულებელი: შპს BWC
დასახელება: ახალი სპორტსკოლა და ს.კ "მაჭახელას" მოედანი ხელვაჩაურში (არქიტექტურული პროექტი)
მდებარეობა: ხელვაჩაური. ახალისოფელი