ძალოსანთა ბაზა დაბა ჩაქვში სრულიად ახალ ინფრასტრუქტურასა და სერვისებს აერთიანებს. არქიტექტურული და საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით იგეგმება თანამედროვე სტანდარტებს 3 სართულიანი შენობის მშენებლობა. პროექტის მთლიანი ღირებულება 4 406 297 ლარია, ხოლო მისი დაფინანსების წყარო აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტია. პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საბა კონსტრაქშენი“.
შენობის პირველი სართულის ძირითადი ნაწილი მოიცავს სავარჯიშო დარბაზს სამაყურებლო ტრიბუნებით. ასევე გათვალისწინებულია საშხაპეები, საუნა, გასახდელები და სველი წერტილები.
მეორე სართული დაეთმობა სასადილო ზონას, მოსასვენებელ სივრცესა და ოფისებს. მესამე სართულზე პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საკონფერენციო დარბაზი და სასტუმრო ზონა, სადაც არანაკლებ 10 სასტუმრო ოთახი მოეწყობა.
ბაზის შენობა და ყველა სახის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია და შშმ პირებს როგორც სპორტსმენებს ასევე მაყურებლებს სრულფასოვნად შეუძლიათ ისარგებლონ ყველა სახის ინფრასტრუქტურით.
წელი: 2020
შემსრულებელი: შპს საბა კონსტრაქშენი
დასახელება: ძალოსანთა სავარჯიშო ბაზა ჩაქვში
მდებარეობა: დაბა ჩაქვი, მეგენეიშვილის ქ. #17