ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი საკმაოდ მასშტაბური და თვისობრივად გამორჩეული ინფრასტრუქტურაა. სპორტული დარბაზების საერთო ფართი 10 240 მ2-ია და აერთიანებს სპორტული ტანვარჯიშის, ბერძნულ - რომაული და თავისუფალი ჭიდაობის, ქართული საბრძოლო ხელოვნების, სპორტული ცეკვის, კრივის, ტაეკვანდოს, ჭადრაკისა და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზებს.
სპორტულ კომპლექსს გააჩნია 3400 ადამიანზე გათვლილი სამაყურებლო ტრიბუნა, სხვადსხვა სახის ადმინისტრაციული სივრცეები, საკონფერენციო და მედია სივრცე. შენობის კონსტრუქციული მხარე შესაძლებელს ხდის მომიჯნავედ მდებარე დარბაზების გაერთიანების შესაძლებლობას აუცილებლობის შემხთვევაში. მთავარი სპორტული დარბაზი ფიბას სტანდარტის სერთაშორისო დონის პეციალური ხის იატაკით მოეწყობა.
შენობის ოთხივე მხარეს ფასადები ვიტრაჟული მინებითა და კომპოზიტური პანელებითაა მოპირკეთებული, გადახურვისთვის გამოყენებულია თუთია-ტიტანის მასალა, ხოლო მზიდი კონსტრუქციისთვის რკინა ბეტონის მონოლითური კოლები.
შენობა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე, როგორც მაყურებელთათვის ასევე სპორტსმენთათვის.
პროექტის სართო ღირებულება 62 000 000 ლარია და ის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
წელი: 2015
შემსრულებელი: შპს საბა კონსტრაქშენი
დასახელება: ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი
მდებარეობა: ბათუმი, ლეონიძის ქ. #15