ბათუმის საფეხბურთო სტადიონი უეფას IV კატეგორიის მოთხოვნათა შესაბამისადაა დაპროექტებული და 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. პროექტის ავტორია Bahadir Kul Architects, ხოლო სამშენებლო სამუშაოების აწარმოებდა კომპანია „ანაგი“. სტადიონის მშენებლობა სიმბოლური კაფსულის ჩაგდებით 2018 წლის 22 იანვარს დაიწყო და 2020 წლის აგვისტოში დასრულდა, ხოლო მისი ღირებულება შეადგენს 145 000 000 ლარს.
სტადიონის საძირკველს მონოლითური რკინაბეტონის ფილები წარმოადგენს, იარუსებს კი ქარხნულად დამზადებული ანაკრები და მონოლითური რკინაბეტონი. სტადიონის არქიტექტურას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მისი ბურული - კომპოზიტური მემბრანა ინტელექტუალური განათებით. სპორტული განათებისთვის გამოყენებულია ფილიფსის უმაღლესი დონის 192 საათი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია როგორც სამაყურებლო ასევე ტრანსლირების მოთხოვნებთან. გახმოვანების სიტემისთვის იტალიურ ბრენდის RCF მონიტორები მაღალი გარჩევადობის ხმის სისტემით.
მოედანს გააჩნია უმაღლესი კლასის ჰიბრიდული მინდვრის საფარი, რომლის მოწყობაზეც მსოფლიოში წამყვანმა ბრიტანულმა კომპანიამ SISPITCHES იმუშავა.
აღსანიშნავია, რომ მოედნის ყველა სახის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია და შშმ პირებს სრულფასოვნად შეუძლიათ ყველა სერვისით სარგებლობა. ამავდროულად სტადიონის ირგვლივ 1200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე და საზოგადოებრივი სივრცეებია განთავსებული.
სტადიონს საშინაო მატჩებისთვის იყენებს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი „ბათუმის დინამო“, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მატჩების გასამართად.
წელი: 2020
შემსრულებელი: შპს ანაგი
დასახელება: ბათუმის საფეხბურთო სტადიონი
მდებარეობა: ბათუმი, ჟიული შარტავას გამზირი #13