უახლოეს პერიოდში ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელება დაიწყება. ღია და დახურული კორტების კომპლექსი თამარის დასახლებაში, ტბეთის ქუჩაზე N 16 მდებარეობს.
პროექტი ითვალისწინებს:
- 5 111 კვ/მეტრ ფართზე განთავსებული, არსებული შენობა -ნაგებობების დემონტაჟს და ახალი საჩოგბურთო კომპლექსის აგებას.
- შეიცვლება და მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების ხუთი სათამაშო მოედანი.
- დაიგება ჰარდკორტის ტიპის საფარი. კაუჩუკის ზედაპირი კი 6 ფენა სპეციალური რეზინის საღებავით დაიფარება;
შენობის პირველ სართულზე განთავსდება :
- ნომერი შშმ პირთათვის.
- სამედიცინო კაბინეტი.
- სამწვრთნელო ოთახი.
- ტექნიკური დანიშნულების სივრცეები.
- საერთაშორისო სტანდარტის გასახდელები.
- საშხაპეები.
- მეორე სართული მთლიანად სასტუმროს ნომრებს დაეთმობა.
- ამაღლდება და კეთილმოეწყობა არსებული ბეტონის ღობე.
- გარე პერიმეტრზე დაიგება ფილები, გაკეთდება ბორდიურები და პარკინგი.
პროექტი ითვალისწინებს არსებული შენობა - ნაგებობების დემონტაჟს და ახალი საჩოგბურთო კომპლექსის აგებას, სპეციალური მოსასვენებელი ნომერი შშმ პირთათვის განთავსდება შენობის პირველ სართულზე. აქვე იქნება სამედიცინო, სამწვრთნელო და ტექნიკური დანიშნულების სივრცეები, გასახდელები და საშხაპეები.
მეორე სართული კი მთლიანად სასტუმროს ნომრებს დაეთმობა. ამაღლდება და კეთილმოეწყობა არსებული ბეტონის ღობე. გარე პერიმეტრზე დაიგება ფილები, გაკეთდება ბორდიურები და პარკინგი.
საჩოგბურთო კომპლექსში საჭირო სივრცეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. გათვალისწინებულია ობიექტის ინვენტარით მომარაგება,საკომუნიკაციო არხებისა და სახანძრო შესასვლელის მოწყობა. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
რეაბილიტაციის პროექტი დახურული კორტის და მასში განთავსებული ადმინისტრაციის შენობის სახურავის დემონტაჟსა და თანამედროვე მასალით ,,სენდვიჩ პანელით“ გადახურვასაც ითვალისწინებს. ასევე შეიცვლება დარბაზის ფანჯრები და შიდა სათამაშო მოედნის საფარი, განათების სისტემა და გასახდელები.
მოწესრიგდება ადმინისტრაციის შენობის გარე ფასადი და ინტერიერი. დარბაზის უკან ტერიტორია გადაიხურება და მოეწყობა სათავსო ინვენტარისთვის და ტექნიკური საშუალებებისთვის. მოწესრიგდება წყალარინების სისტემა და სანიაღვრე ქსელები.
პროექტის თანახმად რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ღია კორტებსაც. შეიცვლება და მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების ხუთი სათამაშო მოედანი. არსებული ამორტიზებული ზედაპირი შეიცვლება ჰარდკორტის ტიპის საფარით, დაიგება კაუჩუკი, რომელიც პორფილერით დამუშავების შემდეგ 6 ფენა სპეციალური რეზინის საღებავით დაიფარება. მოეწყობა სპორტული განათების სისტემა, ბოძები, ბადეები, კოშკურები და დამონტაჟდება კორტებისთვის საჭირო ყველა სხვა ახალი ინვენტარი. გაკეთდება წყალშემკრები ქსელი. მთავარ კორტზე რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და მოეწყობა 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა.
წელი: 2023
შემსრულებელი: -
დასახელება: ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსი (რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი)
მდებარეობა: ბათუმი. თამარის დასახლება. ტბეთისქ.#16