ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს 5 სართულიანი შენობა რამდენიმე ბლოკისაგან შემდგარი კომპლექსია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების სამედიცინო განყოფილებას. მშენებლობა დაიწყო 2015 წელს, ხოლო დასრულდა 2020 წელს. შენობის საერთო სასარგებლო ფართი 15 034 მ2-ია, პროექტის საერთო ღირებულება 22 172 764 ლარია და აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
პირველი ბლოკის პირველ სართულზე განთავსებულია ცენტრალური ვესტიბული, რეგისტრატურა, აფთიაქი და მოსაცდელი სივრცე. ზედა სართულები აერთიანებს საკონსულტაციო ოთახებს, ადმინისტრაციულ ნაწილსა და საკონფერენციო დარბაზს.
მეორე ბლოკის სხვადასხვა სართულებზე 170 საწოლზე გათვლილი საპალატე განყოფილებებს დაეთმო, შენობის ამავე ნაწილში სისხლის ბანკი, აფთიაქი და სარეაბილიტაციო ბლოკი განთავსდა. პროექტის მიხედვით შენობის მე-3 ბლოკში სასწრაფო მიმღები, საოპერციო და დიაგნოსტიკური ბლოკები განთავსდა.
შენობა აღჭურვილია უწყვეტი მომარაგების ელექტროენერგიისა და ჟანგბადის სისტემებით. სრულფასოვნადაა ადაპტირებული შშმ პირებისა და სტუნდეტების გადასამზადებელ საჭიროებებზე.
წელი: 2020
შემსრულებელი: შპს საბა კონსტრაქშენი
დასახელება: ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
მდებარეობა: ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2