ბათუმის აჭარაბეთარენა მზად არის საქართველოს სპორტული ცხოვრების ისტორიაში ამ ეტაპისთის ყველაზე მასშტაბური ტურნირის მასპინძლობისთვის.
აჭარაბეთარენა 2023 წლის ევროპის 21 წლამდელთა ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მასპინძელია.
ჩემპიონატი ორ ქვეყანაში, საქართველოსა და რუმინეთში იმართება.
20 ივნისიდან ოთხი კვირის განმავლობაში საქართველოში რვა ქვეყნის ნაკრები გუნდები იასპარეზებენ.
ფინალური მატჩი კი 8 ივლისს ბათუმის აჭარაბეთარენაზე გაიმართება.
ეს იქნება 2023 წელს დიდი მოვლენა.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავის ხილვის საშუალება ექნება.
ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას ორგანიზებას უწევს დროებითი სამთავრობო კომისია.